კრამერი ტვ პირველზე: შეუძლებელია, ეს ამბავი არ აღიქვა თავისუფალ მედიაზე თავდასხმად

ტვ პირველზე გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინებას თავისუფალ მედიაზე თავდასხმად აფასებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშეწმე, დევიდ კრამერი.

კრამერი ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი პრეცედენტები შიშის საფუძელი შეიძლება გახდეს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მისივე თქმით, ეს ყველაფერი საქართველოს პარტნიორების მხრიდან დადებითად არ შეფასდება.

„შეუძლებელია, ეს ამბავი არ აღიქვა თავისუფალ მედიაზე თავდასხმად. ეს ფაქტი შიშის საფუძველი უნდა იყოს ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალებისთვის საქართველოში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ეს არ უნდა ახარებდეს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას. ეს სასამართლოს ცუდი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, ქართული ოცნების წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ დასავლეთში ეს ყველაფერი დადებითად არ აღიქმება. ინფორმაცია ჟონავს ყველგან, არა მხოლოდ საქართველოში. იმ ადამიანებს, ვისაც ეს ეხება ხოლმე, არ მოსწონთ. მაგრამ ეს მათ არ აძლევთ იმის უფლებას, რომ სასამართლო და სხვა ორგანოები პოლიტიზებული გახადონ და მედიაორგანიზაციები ამოიღონ მიზანში. ეს არ უნდა იყოს მათი პასუხი”, – აცხადებს კრამერი.

banner
წინა სტატიაშიხათუნა სამნიძე: ხელისუფლებამ უნდა დათმოს და კომპრომისებზე წავიდეს და ასევე, კომპრომისებზე უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამაც
შემდეგი სტატიაკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოშია