კრამერი – საქართველოში ფეთქებადსაშიში სიტუაციაა

ფეთქებადსაშიში სიტუაცია – ასე აფასებს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, დევიდ კრამერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

“მთავარ ახთან” საუბარში კრამერი ამბობს, რომ თუ ხალხის ქუჩაში გამოსვლას ხელისუფლების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვება, არ არის გამორიცხული აშშ-მ უკვე სანქციებზე იფიქროს, ივანიშვილის წინააღმდეგ:

“ვშიშობ, რომ სიტუაცია საქართველოში ფეთქებადსაშიშია. ალბათ, ოპოზიცია გაერთიანდება და ხალხს ქუჩაში გამოიყვანს. ამის შემდეგ, ძალიან მაღელვებს ის თუ, როგორი იქნება ამ ყველაფერზე ხელისუფლების რეაქცია. სწორედ ამიტომ არის ამ გზაზე სიარული სახიფათო და მედი მაქვს, რომ ამას ყველა ხედავს.

რა თქმა უნდა, ოპოზიციას აქვს უფლება პროტესტი გამოხატოს, მაგრამ საჭიროა, რომ ეს პროტესტი იყოს მშვიდობიანი. თუ პროტესტის უხეში ძალით დარღვევა მოჰყვება, ვფიქრობ, შეერთებული შტატებისგან იქნება რეაქცია და სანქციებიც არ დააყოვნებს.

როგორც აქედან ჩანს, განსაკუთრებით, პრემიერმინისტრ გახარიას გათვალისწინებით, ბატონი ივანიშვილი დგას ამ ყველაფრის უკან და თუ ეს დადასტურდა პირველ რიგში სანქციები, სწორედ მის წინააღმდეგ იქნება”,-თქვა კრამერმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას უახლოეს დღეებში დაამტკიცებს
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი – მიხეილ სააკაშვილი რაც დროზე ჩამოვა და მოიხდის სასჯელს, უკეთესი იქნება მისთვის