კრამერი: კომპრომისის მისაღწევად საქართველოს ხელისუფლებამ მელია უნდა გაათავისუფლოს

გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ სემინარზე აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივნამა დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, ხელისუფლებამ ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია გაათავისუფლოს.

“არსებობს გადაუდებელი საკითხი რომელიც უნდა გადაიჭრას იმისთვის, რომ ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ დასხდნენ და მიაღწიონ კომპრომისს, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია. ლოგიკურია, რომ სხვადასხვა პარტიების ლიდერები ვერ დასხდებიან მოლაპარაკებებისთვის, თუ ერთ-ერთი მათგანია ციხეშია. კრიზისის ეს ნაწილი სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას. შემდეგ კი ქართულმა პარტიებმა უნდა მიაღწიონ კომპრომისს.
ამის შემდეგ, ვფიქრობ, ქართული ოპოზიცია უნდა დაუბრუნდეს პარლამენტს, მაგრამ შემდეგ ქართულმა ოცნებამ უნდა იპოვოს გზა, რათა მისცეს ოპოზიციას გავლენა პარლამენტში, რათა ოპოზიცია პარლამენტში არ იყოს წარმოდგენილი როგორც ლეღვის ფოთოლი. ეს არის კრიზისი, რომელიც თუ არ გადაიჭრება, უკან დახევს საქართველოს.” – განაცხადა დევიდ კრამერი.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: კრიზისი უფრო იოლად მოგვარდება, თუ ივანიშვილი და სააკაშვილი პროცესს ჩამოშორდებიან
შემდეგი სტატიარაჭველიშვილი: სანამ კულტურას წულუკიანი მართავს, საქართველოში სცენაზე ჩემი ფეხი არ დადგება