კრამერი – გადაუდებელი საკითხი კომპრომისისთვის მელიას გათავისუფლება უნდა იყოს

“გადაუდებელი საკითხი კომპრომისისთვის უნდა იყოს – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას გათავისუფლება”, – ასე ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პროცესებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი. რომელმაც გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ სემინარზე, ანგარიში სახელწოდებით – “ქვეყანა ზღვარზე: საქართველოს დახმარების საქმე” წარადგინა.

“არსებობს გადაუდებელი საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას იმისთვის, რომ ოპოზიცია და “ქართული ოცნება დასხდნენ და მიაღწიონ კომპრომისს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია. ლოგიკურია, რომ სხვადასხვა პარტიის ლიდერები ვერ დასხდებიან მოლაპარაკებებისთვის თუ ერთ-ერთი მათგანი ციხეშია.

კრიზისის ეს ნაწილი სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას. შემდეგ კი ქართულმა პარტიებმა უნდა მიაღწიონ კომპრომისს. ამის შემდეგ ვფიქრობ, ქართული ოპოზიცია უნდა დაუბრუნდეს პარლამენტს, შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” უნდა იპოვის გზა, რათა ოპოზიციას მისცეს გავლენა პარლამენტში, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ იყოს წარმოდგენილი როგორც ლეღვის ფოთოლი. ეს არის გზა, რომელიც თუ არ გადაიჭრება უკან დახევს საქართველოს”, – ამბობს დევიდ კრამერი.

კრამერთან ერთად ანგარიში წარადგინა, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ. დევიდ კრამერი და იან კელი ანგარიშში, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და წერენ, რომ მოვლენების უკიდურესი სიმწვავე დასავლეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის უფრო მტკიცე პასუხს ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან ტაქსით გადაადგილებისას სამზე მეტი პირის მგზავრობის აკრძალვა იხსნება
შემდეგი სტატიატუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამას ბინაზე მომსახურება დაემატა