კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაჭრილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა სულ მცირე 25 ადამიანი, მათგან 6 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მისივე თქმით, რაკეტებმა დააზიანა 9 სახლი, სკოლა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

“რუსებს არ შეუძლიათ უკრაინის არმიასთან ბრძოლა, ამიტომ აგრძელებენ “ბრძოლას” მშვიდობიანი მოქალაქეებთან. ეს არის რუსული არმიის მორიგი სამხედრო დანაშაულის ჩვენს მიწაზე. ყველაფერს ვაფიქსირებთ, სასჯელს ვერავინ გადაურჩება”, – წერს კირილენკო Telegram-ში.

banner
წინა სტატიაშითუ მსოფლიოში ჯოჯოხეთი არსებობს, ის აზოვსტალშია – მარიუპოლის მერის მრჩეველი
შემდეგი სტატიაჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება