კრამატორსკის ცენტრში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ კრამატორსკის ცენტრში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 6 – დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

კირილენკოს თქმით, დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, შეიცვალოს.

“რუსული რაკეტა კრამატორსკის ცენტრს მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 6 დაშავდა, თუმცა დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, შეიცვალოს. 6 შენობა დაზიანდა, მათ შორის, სასტუმრო და საცხოვრებელი კორპუსი”, – წერს კირილენკო.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ არ შეიცვლება
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა