კრაკოვში კაჩინსკის ცხედარს ექსგუმაცია ჩაუტარეს

პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის და მისი მეუღლის ცხედრის ნარჩენებს სმოლენსკის ტრაგედიის ახალი გამოძიების ფარგლებში ექსგუმაცია ჩაუტარდა. როგორც “ბიბისი” ავრცელებს, გახსნილი იყო მათი საფლავი, რომელიც კრაკოვში, ვაველის სამეფო სასახლეშია მოთავსებული.
პრეზიდენტი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად რუსეთში, სმოლენსკში 2010 წლის გაზაფხულზე ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
პოლონური მედიის ცნობით, სულ 83 ცხედრის ნარჩენებს ჩაუტარდება ექსგუმაცია. სავარაუდოდ, კვლევებს ორი თვე დასჭირდება.
პროკურორების თქმით, ექსგუმაცია აღნიშნული კატასტროფის გამოძიებისას დაშვებული შეცდომებისთვის არის საჭირო, რომელიც რუსმა კრიმინალისტებმა ჩაატარეს.
გამოძიებას ასევე აინტერესებს შეიცავენ თუ არა ნარჩენები ასაფეთქებელი ნივთიერების კვალს.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ტერორისტები დააკავეს
შემდეგი სტატიააშშ-ში გაუპატიურებისათვის მსჯავრდებული 28 წელი ციხეში ყოფნის შემდეგ გაამართლეს