კრაკოვის პროკურატურამ პოლანსკის ექსტრადირებაზე უარი თქვა

პოლონეთის ქალაქ კრაკოვის პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება, პოლონელი რეჟისორის რომან პოლანსკის აშშ-ში ექსტრადირებაზე უარის თქმის შესახებ, არ გაასაჩივრა.
კრაკოვის სასამართლომ აშშ-ს თხოვნა პოლანსკის ექსტრადაციის შესახებ არ დააკმაყოფილა.
აშშ-ში 82 წლის რეჟისორი 1977 წელს არასრულწლოვან სამანტა გეიმერის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი.
რეჟისოსი ახლა საფრანგეთში ცხოვრობს. მას უკვე ოფიციალურად მიეცა ცხოვრების და მუშაობის უფლება პოლონეთის ტერიტორიაზე. ცნობილი რეჟისორი თავისი მომდევნო ფილმის გადაღებას სამშობლოში აპირებს.
2009 წელს ციურიხის კინოფესტივალისას პოლანსკი, რომელსაც ორმაგი, საფრანგეთის და პოლონეთის მოქალაქეობა აქვს, დაკავებულ იქნა აშშ-ს მთავრობის თხოვნით.
რამდენიმე თვეში რეჟისორი 4,5 მილიონი დოლარის გადახდის შემდეგ თავდებით გამოუშვეს. 2010 წელს კი შვეიცარიის იუსტიციის სამინისტრომ უარი განაცხადა ამერიკული მხარის თხოვნაზე და რეჟისორი გაანთავისუფლა.
თვითონ სამანტა გეიმერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის სასურველი იქნება, თუკი აშშ აღნიშნულ საქმეს დახურავს.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4051 ლარია
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე: ვაპირებ პროკურატურის რეფორმირების გაგრძელებას, პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლებას