უკრაინის პასუხი ევროვიზიაში რუსი მონაწილის დაშვების შესახებ

რუსი მონაწილის იულია სამოლოვას “ევროვიზია-2017”-ში დაშვება, სავარაუდო ბოიკოტის მიუხედავად, შეუძლებელია – ამის შესახებ დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა განაცხადა. “პასუხი ძალიან მარტივია. დათმობები შეუძლებელია, რადგანაც კანონი ყველასთვის ერთია” – თქვა მან ნატოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

დღეს ევროპის მაუწყებელთა კავშირმა “დოიჩე ველესთან” კომენტარში დაადასტურა, რომ მათ უკრაინის პრემიერს ვლადიმირ გროსმანს წერილი გაუგზავნეს, სადაც “ევროვიზია-2017”-ზე რუსი მონაწილის არ დაშვების გამო უკმაყოფილებაა გამოთქმული – გამოცემის უკრაინული რედაქცია ავრცელებს.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის დირექტორის ინგრიდ დელტერნეს მიმართვა დღეს გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მათი კავშირი ნეგატიურად უყურებს შექმნილ მდგომარეობას, ევროპის რამდენიმე მაუწყებელი კი, სულაც კიევისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს.
მანამდე, 28 მარტს გავრცელდა, რომ შესაძლებელია უკრაინას “ევროვიზიის ჩატარების უფლება ჩამოართვას”, თუმცა, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა მსგავსი მესიჯის გავრცელება უარყო.
“ევროვიზია-2017” 9-11 მაისს ჩატარდება. ფინალი კი 13 მაისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი ავღანეთში რუსეთის აქტიურობის გამო შეშფოთებულია
შემდეგი სტატიასავჩენკომ პოროშენკოს იანუკოვიჩის ბედი უწინასწარმეტყველა