კოზა ნოსტრას ბოსი, მეტსახელად “ტრაქტორი” კიბოთი გარდაიცვალა

იტალიური მაფია “კოზა ნსოტრას” ბოსი, ბერნარდო პროვენცანო მილანის საავადმყოფოში გარდაიცვალა – დღეს Il Fatto Quotidiano წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 83 წლის მაფიოზი წლების მანძილზე შარდის ბუშტის კიბოთი იტანჯებოდა.

პროვენცანო სამართალდამცველებს 43 წელი ემალებოდა. ის 2006 წელს დააკავეს და პალმეს ციხეში სამუდამო პატიმრობით იჯდა რამდენიმე მკვლელობისათვის. 2014 წელს მაფიოზი მილანის სან-პაოლოს საავადმყოფოში გადაიყვანეს,
დამნაშავე სიცილიის კრიმინალურ ჯგუფს 1993 წლიდან ჩაუდგა სათავეში სალვადორე “ტოტო” რიინის დაკავების შემდეგ – “ბიბისი” წერს. გამოცემის თანახმად, პროვენცანოს ზედმეტსაცელი იყო “ტრაქტორი”, რომელიც “ხალხის უმოწყალოდ გათიბვის” გამო შეარქვეს.

“კოზა ნოსტრა” სიცილიის დანაშაულებრივი დაჯგუფებაა, რომელიც მე-19 საუკუნეში წარმოიქმნა.

banner
წინა სტატიაში“დღეს ხელისუფლებას უფრო მეტი დრო ჰქონდა იმისთვის გაეაზრებინა, რაღაც სახეები შეერჩია”
შემდეგი სტატიაშიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა იაგო საურმა თანამდებობა დატოვა