კოვზანაძე: ლარის გაუფასურება სპონტალური და პანიკური რეაქციაა, რაც ემოციურობით არის გამოწვეული

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურება შიდაფუნდამენტური ფაქტორებით არ არის გამოწვეული.

ირაკლი კოვზანაძე ბაზარზე ლარის გაუფასურებას ემოციურ-სპონტალურ ფაქტორებს უკავშირებს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოვზანაძემ საზოგადოებას ეროვნული ბანკის განცხადების გაცნობა მოუწოდა.

„ჩემი წარმოდგენით, ეს არის სპონტალური და პანიკური რეაქციაა, რაც ემოციურობით არის გამოწვეული. ჩემი ინფორმაციით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს და ყველაფერს გააკეთებს, რომ კურსი ქვემოთ წამოვიდეს. ეს რამდენიმესაათიანი, დროებითი სპონტალური რეააქცია და ყველას მოვუწოდებ, რეზერვების გადახურდავებას ნუ მოახდენენ, რადგან დანაკარგს ნახავენ“, – განაცხადა კოვზანაძემ.

ლარის გაუფასურების ფონზე, დღეს ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი მკვეთრად გაიზარდა. 11:00 საათის მონაცემებით, ზოგიერთ კომერციულ ბანკში აშშ დოლარის ფასი 2.63 ლარს აღწევდა, ორი საათის შემდეგ, უცხოური ვალუტის ფასმა 2.68 ლარამდე აიწია, ხოლო 15:00 საათის მონაცემებით, აშშ დოლარის ფასი 2.73 ლარს შეადგენდა.

ამ დროის მონაცემებით კი, კომერციულ ბანკებში უცხოური ვალუტის ფასმა საშუალოდ, 2.69 ლარამდე დაიწია.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი 2.5871 ლარი გახდა
შემდეგი სტატია“ემოცია და სპონტანური რეაქცია მე გამიგია ერთი დღე, ორი დღე და არ გამიგია 4 წელი”