კოვზანაძე ბიუროკრატიულ ხარჯებზე:შემცირება თითქმის ყველა სამინისტროს შეეხო

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბიუროკრატიულ ხარჯებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მაგალითად, პარლამენტში ხარჯები 4 მილიონითაა შემცირებული.

კოვზანაძის თქმით, ჯამში ხარჯები 600 მილიონით შემცირდა.

„შემცირებულია მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები. შემცირება შეეხო თითქმის ყველა სამინისტროს. მათ შორის პარლამენტში, ოთხი მილიონით შევამცირეთ ხარჯები. ბევრი სამინისტროა შემცირებული. თუ კი სადმეა რესურსი, ამისთვის ბევრი დრო გვექნება. 600 მილიონი ოპტიმალური ვერსიაა, არ გამოვრიცხავ კიდევ იყოს“, – განაცხადა კოვზანაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსით ინფიცირებულთა ზომიერი, კონტროლირებადი მატება შემთხვევითი არაა, ეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის განსაკუთრებული მუშაობის შედეგია
შემდეგი სტატიამაჭავარიანი კოვიდფონდზე: თანხები შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ კოვიდთან ბრძოლის ღონისძიებებს