კოვიდთან დაკავშირებული ანთებითი სინდრომის 60-მდე შემთხვევა დადასტურდა – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 15 იანვრის მონაცემებით, საქართველოში 60-მდე ბავშვში აღმოჩნდა მულტიორგანული ანთების სინდრომი (MIC), რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებული სინდრომია.

“მულტიორგანული ანთების სინდრომი რამოდენიმე თვის უკან გახდა ცნობილი ზოგადად სამედიცინო საზოგადოებისთვის. ჩვენთან პიკური მატების შემდეგ გავიდა დრო და ამ სინდომმა დაიწყო გამოვლენა, დაახლოებით, 55-დან 60-მდე არის დაფიქსირებული, შემთხვევების დიდი ნაწილი იყო მსუბუქი მიმდინარეობის. ყველა საბედნიეროდ დამთავრდა კარგად”, – თქვა თამარ გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, შემთხვევების უმრავლესობა გატრებული იყო იაშვილის ბავშვთა კლინიკაში, “ნიუჰოსპიტალში” და რამოდენიმე სხვა კლინიკებში. მისი თქმით, სამინისტრომ პროტოკოლი 10 ნოემბერს დაამტკიცა, მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში სტარნდარტულად, სტეროიდებით მიმდინარეობს, მკურნალობისთვის იყენებენ იმუნოგლობულინი.

გაბუნაის განცხადებით, მედიკამენტი იმუნოგლობულინი სპეცილურ საავადმყოფოებს აქვთ და ის მოქალაქეებმა აფთიაქებში ან შავ ბაზარზე არ უნდა ეძებენო. მისივე თქმით, მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 იანვრისთვის
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გასაკეთებლად მზად არის