კოვიდით 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა

რუხის კლინიკაში ფოთის მცხოვრები 35 წლის გიორგი მიმინოშვილი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა, გარდაცვლილის ოჯახი არასათანადო მკურნალობასა და ექიმების გულგრილობაზე საუბრობს.

გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი თავდაპირველად ქობულეთის კოვიდსასტუმროში 11 დეკემბერს გადაიყვანეს. მათი თქმით, სასტუმროში პაციენტს არასათანადოდ მკურნალობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს არცერთი თანმხლები დაავადება არ ჰქონია, მისი მდგომარეობა 3 დღეში საკმაოდ დამძიმდა, რის შემდეგაც, ის რუხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პაციენტი კლინიკაში 4 დღიანი მკურნალობის შემდეგ დღეს, 18 დეკემბერს გამთენიისას გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტსაც ვანგრევთ და ვაუქმებთ მაშინ ხომ უნდა ვიცოდეთ, შემდგომში რისი გაკეთება და რისი აშენება გვინდა ქუჩიდან
შემდეგი სტატიაპაატა დავითაია: ცალ-ცალკე ფორმატები შედეგს არ გამოიტანს