კოვიდინფიცირების სტატისტიკა ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკა იზრდება, ასევე იზრდება კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების რიცხვიც. საერთო ჯამში, 2020 წლის განმავლობაში, ორივე ოკუპირებულ რეგიონში 259 კოვიდინფიცირებული დაიღუპა.

ამასთან, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის, მიმდინარე წელს, ორივე ოკუპირებულ რეგიონში 16.000-ზე ცოტა მეტია, აქედან აფხაზეთის რეგიონზე 13.100 ინფიცირებული,ხოლო ცხინვალის რეგიონზე 3.125 ინფიცირებული მოდის. გარდაცვალების მაჩვენებელი ორივე რეგიონში 203 (აფხაზეთი) და 56 (ცხინვალის რეგიონი).

აღსანიშნავია, რომ აფხაზური ფორუმებისა და ოპოზიციური ელექტრონული მედიის პუბლიკაციების მიხედვით, ხელისუფლება მალავს რეალურ სურათს და კოვიდინფიცირებულთა, ასევე კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ბევრად მაღალია ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გააკეთეს ამ თემაზე კომენტარი. დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა მსგავს ხმებს “აბსურდი” უწოდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ამ დროისთვის, დაახლოებით 245 ათასი ადამიანი, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და შიდა ქართლში, დაახლოებით 55.000.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ში აშშ-ის ელჩი – მოვუწოდებთ ეუთო-ს, მოახდინოს რუსეთზე ზეწოლა, რათა დაასრულოს ოკუპაცია, შესრულდეს 2008 წლის შეთანხმება სრულად
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – ბევრად უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ზოგადად