კოვიდინფექცია -ეს უბედურება უნდა შევაჩეროთ – ირაკლი კოვზანაძე

„ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა. კოვიდინფექცია-ეს უბედურება უნდა შევაჩეროთ“ -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა, სადაც ამ წუთებში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას განიხილავენ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ხელისუფლება და ჯანდაცვის სფერო ბევრს აკეთებს, დაფინანსება არის როგორც მიმდინარე წლის ბიუჯეტში ასევე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტშიც. „მაგრამ, რეალობა არის ის რომ ყოველდღიურად გვყავს 5000 -დან 6000-მდე ინფიცირებული, ასევე გვყავს 50-70 და მეტი გარდაცვლილი, საშინელებაა.

კოვიდინფიცირებული გარდაცვლილი ადამიანი საავადმყოფოში, მარტოობაში ლევს სულს, კვდება ისე, რომ ახლობლებსაც ვერ ხედავს, ოჯახს ვერ ემშვიდობება ….ეს უბედურება უნდა შევაჩეროთ. საჭიროა სწრაფი და უფრო მეტად ეფექტური ღონისძიებები“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას.

„აიცერით!!! აცრა არის ის რაც გარდატეხას შეიტანს კოვიდინფექციის გავრცელებაში, დაგიცავთ თქვენ და დაიცავს თქვენი ოჯახის წევრებს“ განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

banner
წინა სტატიაშირაც არ უნდა მიადონ ყური ივანიშვილმა და სხვებმა მიწას და ეძებონ რევოლუციის გუგუნი, ისინი მაინც მიიღებენ საარჩევნო რევულიციას – გოცირიძე
შემდეგი სტატიასამადაშვილი – ყოველთვის, როდესაც დამცირებულია ქართული სახელმწიფო, გამარჯვებული არის რუსეთი