“„კოვიდ-19“-ით დაზარალებულ სფეროებს ახალი პროექტებით დავეხმარებით”

„კოვიდ-19“-ით დაზარალებულ სფეროებს ახალი პროექტებით დავეხმარებით, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მან ახალი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც როგორც ფოტოგრაფებს, ასევე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს დაეხმარება.

„ჩვენი კამპანია „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ძალიან აქტიურ ფაზაში შევიდა. ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს, მათ შორის მარკეტინგულ PR და ა.შ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, შევხვდით ფოტოგრაფებს, მიმდინარე კამპანიის ფარგლებში მათ გავაცანით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, სადაც მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც „კოვიდ-19“-ის დროს დაზარალებული ჯგუფის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი პროექტების ფარგლებში განახლდება ფოტობანკი.

„დიდი ხანია, სახელმწიფოს მსგავსი პროექტი არ განუხორციელებია, როდესაც ჩვენ ვატარებთ როგორც შიდა, ასევე მარკეტინგულ კამპანიებს, უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ვიზუალს. ეს არის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც ასახავს საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. გვქონდა ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და პოზიტიური შეხვედრა ფოტოგრაფებთან. მათი მხრიდან უკუკავშირი ძალიან პოზიტიური იყო. შევთანხმდით, რომ სამი პროექტის ფარგლებში დავიწყებთ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ მსგავსი სახის პროექტებით ჩვენ დავეხმარებით ისეთ სფეროებს, რომლებიც „კოვიდ-19“-ის დროს დაზარალდნენ. ამ პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ აქტიურად ჩავრთოთ გიდები და სატრანსპორტო კომპანიები, რომლებიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ რეგიონალური ტურების მიმართულებით“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო ეკლესიაში საფლავების განადგურებაზე-17 წლის წინანდელია, თუმცა, არ მართლდება
შემდეგი სტატიამარნეულში კაცი ბოძზე მიაბეს და მშობლების მისვლამდე ამ მდგომარეობაში დატოვეს