კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ახალი წამალი დაავადების მძიმე ფორმებს შველის

მედიკოსებმა, ფარმაცევტებმა და მეცნიერებმა კოვიდ-19-თან ბრძოლის ფარგლებში ახალი წამალი აღმოაჩინეს. ეს ანტისხეულების კოქტეილი დაავადების მძიმე ფორმებს შველის – “ბიბისი” წერს.

ახალი და საკმაოდ ძვირი წამალი, ლაბორატორიაში მიღებული ორი ანტისხეულის ტიპისგან შედგება, რომელიც ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში ეხმარება. ბრიტანული პროგრამა Recovery trial-ის ფარგლებში მიმდინარე კვლევებმა, რომლის მიზანი იყო კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო წამლების შექმნა, აჩვენა, რომ წამალმა უშველა ყველა მძიმე პაციენტს.

ექსპერტების თქმით, წამალს შეუძლია ყოველ ას დაავადებულზე 6 ადამიანის სიცოცხლე იხსნას.
წამალს ამზადებს ამერიკული კომპანია Regenoron-ი და მისი ღირებულება 1400-დან 2800 დოლარამდეა. მისი გამოყენება შეიძლება იმ პაციენტებში, რომელთა სხეულს თვითონ არ გამოუმუშავებია ანტისხეულები. ბრიტანეთში წამალი 1000 პაციენტმა მიიღო.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე ნინოწმინდის პანსიონზე: სახალხო დამცველს გააჩნია თავისი მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული
შემდეგი სტატიამარტვივი გზა არის გადასახადების შემცირება და არა მოქალაქეებისათვის კუთვნილი ფულის პატარა ნაწილის სუბისიდრებით დაბრუნება და ამის დამადლება – ბოკერია პურის ფასის შესაძლო ზრდაზე