კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც ჯერ არ შექმნილა სასულიერო პირები “ეშმაკისეულს” უწოდებენ

კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც ჯერ არ შექმნილა, საქართველოში, სასულიერო პირები “ეშმაკისეულს” უწოდებენ. ისინი ეწინააღმდეგებიან, რომ აცრა სავალდებულო იყოს.

თუ ყველა ადამიანს დააძალებენ ვაქცინა გაიკეთოს, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება, – ამბობს კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი.

ნებაყოფლობითი უნდა იყოს. ვისაც უნდა გაიკეთოს, ვისაც უნდა არა. დაძალება არ შეიძლება, – ამბობს მეუფე გერასიმე

სასულიერო პირების მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ვაქცინაცია რწმენას ვერაფერს ავნებს და ის არ შეიძლება ეშმაკისეული იყოს

ვაქცინაცია ეშმაკისეული არ შეიძლება იყოს, ვინც ოდნავ მაინც არის გარკვეული მედიცინაში, ამას არ იტყვის, – ამბობს დეკანოზი გიორგი თედორაშვილი “მთავარ არხთან”.

არ არსებული ვაქცინის საწინააღმდეგო განცხადება პირველად ხონისა და სამდტრედიის ეპისკოპოსმა გააკეთა. მეუფე საბა ამბობს, რომ მედიკამენტი, რომელიც მომავალში შეიქმნება, ადამიანების დამორჩილებისთვის იქნება

banner
წინა სტატიაშითუ ასეთი ფაქტი დადასტურდა, ეს იქნება დიდი სკანდალის საფუძველი
შემდეგი სტატიასაქართველოს კიბერსივრცეში რუსული სპეცსამსახურებს ადვილად შეუძლიათ შეღწევა