“კოვიდ-19”-ის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა- სტატისტიკა რეგიონებში

დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 522 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 276 შემთხვევა, აჭარაში – 45, იმერეთში – 44, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 922 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 016 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 906 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 522 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 353 965-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.38 პროცენტი, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 2.61 პროცენტი, ხოლო შვიდი დღის განმავლობაში – 2.29 პროცენტი.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 074 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 339 392-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 048 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 522 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 276 შემთხვევა, აჭარა – 45, იმერეთი – 44, ქვემო ქართლი – 34, შიდა ქართლი – 25, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 36, კახეთი – 32, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 499 საიდანაც: 3 155 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 771, აჭარაში – 284, იმერეთში – 403. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 688 პირი, მათ შორის, თბილისში – 309, აჭარაში – 78, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 13, იმერეთში – 13. 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 345 – თბილისში, 232- აჭარაში. 5 734 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

​საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 0.

სულ 6 ოქტომბრიდან – 12 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 845 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 198 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5 377, პირი, აჭარაში – 1 621, იმერეთში – 1 054“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიკორონავირუსი: 522 ახალი შემთხვევა, 1 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაროგორია კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი