„კოვიდ-19“-ის ერთი ახალი შემთხვევა 600 პირის გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელიც ლენჯერის კლასტერს უკავშირდება-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმი, ამირან გამყრელიძე.

„კოვიდ-19“-ის ერთი ახალი შემთხვევა 600 პირის გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა.

„დღეს დასრულდა 600 ნიმუშის ტესტირება და იქიდან მხოლოდ ერთი დადებითია. ისიც უკავშირდება ლენჯერის კლასტერს. ჯერჯერობით, ვიდრე დარჩენილი კიდევ 300 ნიმუშის პასუხი იქნება, შეგვიძლია, ვთქვათ რომ ინფექცია ძირითადად კონცენტრირებულია ამ თემის ერთ-ერთ დასახლებაში. ამიტომ, იმ დასახლებაში მკაცრი საკარანტინო ზომები ტარდება, შესვლა-გამოსვლა სრულად აკრძალულია.

დაახლოებით ერთ საათში ალბათ გუშინდელი ტესტებიდან დარჩენილი 300 ტესტის პასუხიც იქნება. შემდგომ უკვე დღევანდელი 800 ტესტის პასუხები. უკვე დღევანდელი ნიმუშების ტესტირების შემდეგ გვექნება კარგი სურათი, თუ რა ხდება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში. იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – ყაზბეგში ვითარება სრულად კონტროლირებადია, არის შემთხვევების გარკვეული მატება, თუმცა არ გვაქვს ბევრი კონტაქტი
შემდეგი სტატიათიბისი კონცეპტი – თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურება