კოვეს და ბიბილოვის კომენტარი დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით

თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებსა და სირიის არაბული რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიწყო – აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 29 მაისს განაცხადეს – ადგილობრივი მედია წერს.
დაურ კოვემ აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით საზეიმო სიტყვა წარმოსთქვა. მან ისაუბრა იმ მოვლენებზე, რაც წინ უძღოდა ამ პროცესს: “რთული სამუშაო პროცესის შედეგად, რომელშიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა უწყებები და სტრუქტურები, ჩვენ სირიელ კოლეგებთან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, რომლის აპოგეაც ოფიციაური დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გახდა ჩვენს ქვეყნებს შორის” – განაცხადა კოვემ და წაიკითხა ორმხივი კომუნიკე, რომელსაც ხელი მოეწერა. მასში ნათქვამია, რომ აფხაზეთისა და სირიის რესპუბლიკებს შორის მოხდა ორმხრივი აღიარება, რასაც მომავალში საელჩოების გახსნა მოყვება. გარდა ამისა, დაგეგმილია მთელი რიგი აქტივობებისა, რომელიც ამ კარშირს გააღრმავებს.

ანალოგიური განცხადებით გამოვიდა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი. “ახალი მეგობრები ყველას სჭირდება, მით უმეტეს ქვეყნებს, რომლებიც უმძიმეს პირობებში არსებობენ… ჩვენს ქვეყნებს შორის დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები, დარწმუნებული ვარ, სასარგებლო იქნება სირიელი და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის” – თქვა ბიბილოვმა და მადლობა გადაუხადა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ერქვანია: საქართველოს მიმართ რუსეთის პროვოკაციული ქმედებების ლოგიკური გაგრძელება
შემდეგი სტატიააზერბაიჯანში სამხრეთის გაზის დერეფანი ჩაუშვეს