კოვე ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოსთან თანაბარ უფლებებს მოითხოვს

“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის მიუღებელია, რომ მსოფლიო საზოგადოება რესპუბლიკებზე ინფორმაციებს საქართველოსგან იგებს” – აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან დიმიტრი მედოევთან შეხვედრაზე განაცხადა.

“ახლახანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას აღნიშნა იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ქართული მხარე აფხაზეთთან და ოსებთან მიმართებაში აკეთებს. მან საერთაშორისო თანამეგობრობას აცნობა, რომ ისინი ჩვენ სხვადასხვა სიკეთეებს გვთავაზობენ, რომელიც სავიზო მოგზაურობას, უფასო სამედიცინო მომსახურებას და იმ ცნობილ “ნაბიჯი მომავლისკენ” პროგრამას ეხება, და რომელიც, თითქოსდა მიმართულია იქითკენ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას საშუალებს ჰქონდეს ამ ყველაფრით ისარგებლოს. ცხადია, ამ ყველაფერს ორივე რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები მოყვა, სადაც ჩვენ საკუთარი აზრი გამოვხატეთ. ვფიქრობ, რომ ჟენევის დისკუსიაზე ჩვენ ერთად გამოვალთ განცხადებით, სადაც კატეგორიული ფორმით განვაცხადებთ, რომ ეს საკითხი გადასაჭრელია. დაუშვებელია, რომ როცა კონფლიქტის ერთ მხარეს მსოფლიო საზოგადოებისთვის საკუთარი ინფორმაციის მიწოდება შეუძლია. ამას არანაირი შედეგი არა აქვს. ათი წელის მანძილზე, უკვე ჟენევის დისკუსიის 45-ე რაუნდი იქნება, მისი მნიშვნელობის მიუხედავად, მოვიდა დრო, როცა კარდინალურად უნდა შევცვალოთ საგნები” – განაცხადა დაურ კოვემ.

banner
წინა სტატიაშიგუდაუთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
შემდეგი სტატია„სექსი დასაშვებია მხოლოდ სამშაბათს“ – რა საკითხებზე მსჯელობდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ გაფართოებულ თათბირზე?