„კოვაქსმა“ საერთაშორისო მექანიზმით „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების პროგნოზი გამოაქვეყნა

„კოვაქსმა“ საერთაშორისო მექანიზმით „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების პროგნოზი გამოაქვეყნა.

ვაქცინების მიწოდება თებერვალში დაიწყება და აცრებს, სავარაუდოდ, 145 ქვეყნის მოსახლობის 3,3 პროცენტი გაიკეთებს.

ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, „კოვაქსით“ ვაქცინების ყველაზე მეტ დოზას ინდოეთი მიიღებს – 97 164 000 დოზა, მეორე ადგილზეა ბანგლადეში – 12 782 000 დოზით, შემდეგ მოდის ბრაზილია, რომელიც 10 672 000 დოზას მიიღებს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველო „კოვაქსის“ მეშვეობით „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 214 000 დოზას მიიღებს; აზერბაიჯანი – 506 000 დოზას; სომხეთი – 146 000 დოზას, ხოლო უკრაინა 1 215 000 დოზას.

ამასთან, „კოვაქსში“ განმარტეს, რომ ეს დოკუმენტი წინასწარ პროგნოზს წარმოადგენს და რიცხვები შესაძლოა, შეიცვალოს.

„კოვაქსის“ მექანიზმით, რომლის ინიციატორიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა, დაგეგმილია ბრიტანულ-შვედური კომპანია „ასტრაზენეკასა“ და ამერიკული კომპანია „ფაიზერისა“ და მისი გერმანული პარტნიორის „ბიონტექის“ ვაქცინების დისტრიბუცია.

„კოვაქსის“ გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე მთელ მსოფლიოში ვაქცინების ორი მილიარდი დოზა უნდა დარიგდეს.

banner
წინა სტატიაშიინჯია: არჩევნებზე გარკვეულ გაყალბებას ჰქონდა ადგილი, თუმცა იმ დოზით არა, რომ ხელმეორე არჩევნების საფუძველი შექმნილიყო
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა