კოტე ზარნაძემ 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილებს თავხედები და უზრდელები უწოდა

ფოტო-ტვ პირველი

9 აპრილის მემორიალთან გლდანის მაჟორიტარი, კოტე ზარნაძე მივიდა. მის იქ გამოჩენას ხმაური მოჰყვა. საკრებულოს დეპუტატს ადგილზე მყოფი მოქალაქეები “მონას” შეძახილებით შეხვდნენ. ისინი ითხოვენ, რომ ზარნაძემ ტერიტორია დატოვოს -“აქ რა გინდა რუსო”?! – მიმართავენ საკრებულოს “ოცნების” დეპუტატს.

ზარნაძემ იქ შეკრებილებს თავხედები და უზრდელები უწოდა – “რეჟიმის პატიმრების მშობლები კი არა, თავხედებით და უზრდელებით არის აქაურობა სავსე, იფურთხებიან…ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ასეთი უღმერთო ადამიანები დამხვდებოდნენ აქ. ამათ თუ ჰგონიათ, რომ ამათი ვინმეს ეშინიათ… მე აქ მოვედი არა როგორც პარტიული მუშაკი, არამედ როგორც ადამიანი” – თქვა “ოცნების” მაჟორიტარმა

ზარნაძემ ტერიტორია დატოვა. ის მემორიალთან არ მიუშვეს.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 36 წლის და 34 წლის თავზე ვუახლოვდებით იმ პერიოდს, რომელიც დამოუკიდებლობამდე გვქონდა
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება