კოტე კემულარია – ერთადერთი რაც გამოგდით ფულის მოპრავაა

როგორ იყენებს “ოცნება” კოვიდს ხელისუფლების შესანარჩუნებლად?

“1. დაინერგა შიში. იმნაძის ისტერიკები კუბოებზე, ათასობით დაღუპულზე და ა.შ. რეალურად თვითონ ბათუმში ნირვანაში იყვნენ, ათასობით სტუმარს რუსეთიდან პატიჟებდნენ, დენდროპარკში პირბადეების გარეშე საათები რიგში აყენებდნენ.
2. ახლა ნიკა მელიაზე შეტევით ცდილობენ დაჭერების შიშის კულტივირებას. არ გამოუვათ. ნიკას ვერ გატეხავენ. კერკეტი კაკალია.
3. ლოკდაუნი. გააჩერეს მცირე ბიზნესი.ასი ათასობით ადამიანი დატოვეს სახსრების გარეშე, დეპრესიაში.ამ ჩაკეტვების შიში ახალგაზრდებმა დაანგრიეს ქუჩის პროტესტებით “კომენდანტობანას” საათებში.
4.ჩაკეტვებს ზურა ჯაფარიძემ უპასუხა ადექვატურად. ჩემი დიდი პატივისცემა და მხარდაჭერა მას. ასე , ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ პრინციპულად დამკვიდრდდება ამ ქვეყანაში თავისუფლება.
ერთი სიტყვით, თქვენი აღარავის ეშინია.
ერთადერთი რაც გამოგდით, პანდემიის და მამაშვილი გამყრელიძეების გამოყენებით—ფულის მოპარვაა. ესეც არ შეგრჩებათ. მალე მთელი ქვეყანა გაიგებს რა ხვითოებიც ხართ”- წერს კოტე კემულარია.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: გოგაშვილმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – აჩვენა, რომ სპეცსამსახურები ფაქტიურად არ გვყავს
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლი: ეპარქიამ , როგორც მღვდელმთავარი არ მიმიღო (ვიდეო)