კოტე იოსელიანმა დღეს უტა ივანიშვილს კამერების წინ მიმართა და უთხრა, თუ მასთან რაიმეზე საუბარი სურს, დაურეკოს

კოტე იოსელიანის გატაცების საქმე – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მეუღლე თბილისის ცენტრიდან მისი გატაცების დეტალებს პირველად, საჯაროდ ყვება.

კოტე იოსელიანი ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟს 8 წლის შიმდეგ, კიდევ ერთხელ ბოდიში მას შემდეგ მოუხდა, რაც საბურთალოს ტერიტორიიდან გაიტაცეს, შვილები უხსენეს და მათი გადაადგილების ტრაექტორია ზუსტად აღუწერეს.

ენმ-ს პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი ამბობს, რომ მისი გატაცება კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო.

პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ქმრის თქმით, ის ნიღბიანებმა მაქნანაში ჩატენეს და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

კოტე იოსელიანმა დღეს უტა ივანიშვილს კამერების წინ მიმართა და უთხრა, თუ მასთან რაიმეზე საუბარი სურს, დაურეკოს. ენმ-ის ყოფილი წევრი ამბობს, რომ მზად არის, ივანიშვილის ვაჟს ყველა კითხვაზე უპასუხოს.

ცნობისთვის, კოტე იოსელიანი, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოშ მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება. განცხადება მან მედიასთან სასამართლოში შესვლამდე გააკეთა
ის, რაც მე რამდენიმე დღის წინ გადამხდა, კლასიკური გატაცება იყო მისი ყველა შემადგენელი ფორმით – ეს მოხდა ჩემს სახლთან, იყო ძალადობის ფონზე, იყო რამდენიმე ადამიანი. ჩვეულებრივად, როგორც ფილმებში გაქვთ ნანახი, ისეთი სცენა იყო. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს ყევლაფერი იმ სეტის გაგრძელება იყო, ხალხს სახელბთან რომ ხვდებიან და მათზე ძალადობენ.

როცა მანქანაში შეთრევის შემდეგ თვალებზე პირბადესავით წამომაცვეს, მივხდი, რაშიც იყო საქმე. გადამიყვანეს არც თუ ისე შორის ჩემი საცხოვრებელის სახლიდან. ვვარაუდობ, რომ ეს იყო საბურთალოს ტერიტორია. კიდევ ბევრ რამეს ვვარაუდობ, მაგრამ…

შემდგომში იყო ის მოთხოვნა, რაც ცხადია, ჩემი მხრიდან შესრულდა, რადგან მე არ ვთვლი, რომ ამით პრინციპულ და მორალურ კომპრომისზე წავედი. მე ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა ბოდიში მოხდილი და ხელმორედ ბოდიშის მოხდა არ ჩავთვალე დიდ ამბად, იმ ფონზე, რა ფონზეც მიმდინარეობდა კომუნიკაცია – აქ იყო საუბარი ჩემს შვილებზე, მათ გადაადგილებაზე, ვაკის პარკშია სიარულის განრიგზე, ამაზე ჩემმა მეუღლემაც ისაუბრა. ცხადია, რომ ეს არ არის ის თემა, სადაც ერთი კონკრეტული მოქალაქის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე და უსამართლობაზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის აბსურდი და ამას ერთი წამითაც არ ვუშვებ. ეს არის პოლიტიკური მდგენელის მქონე აქტი რაც განხორცელდა და შესაბამისად ამას პოლიტკური შედეგნბი ექნებად და აქვს კიდეც.

წარმოდგენა არ მაქვს, ვინ დაგეგმა, რატომ დაგეგმა ეს ყველაფრი, მითუმეტეს, რომ მე გულწრფელი ბოდიში მქონდა მოხდილი. მინდა უტა ივანიშვილს მივმართო, თუ კი ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმეზე გინდა ჩემთან საუბარი, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები. ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ის სპეცსამსახურები, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მოისმინონ ჩანაწერები, განახორციელონ ადევნება და თვალთვალი, ასევე ხელი შეუწყონ ისეთ ჯგუფებს, რომელთანაც მე მქონდა კომუნიკაცია, რომ მათ თავისუფლად იმოქმედონ და თავისუფლად შეასრულონ ის დავალება, რაც შეასრულეს” – განაცხადა კოტე იოსელიანმა.

ენმ-ის ყოფილი წევრი აღნიშნავს, რომ გამტაცებლებმა საშუალება მისცეს მეუღლისთვის ხმოვანი შეტყობინება გაეგზავნა:

იყო განხორციელებული რამდენიმე ზარი, თვითონაც შეეშინდათ, რომ ატყდებოდა ერთი ამბავი, ამიტომ გამაგზავნინეს ვოისი, სადაც ვთქვი, რომ “ყველაფერი არის კარგად და მალე მოვალ სახლში”, ამის შემდეგ ცხადია, მიიღო თინამ ინფორმაცია, რომ მე ცოცხალი ვარ და ამის მერე მალე მივედი სახლში”, – დასძინა კოტე იოსელიანმა.

როგორც კოტე იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის შსს-ს არ ენდობა და მიაჩნია, რომ არც გამოძიება იქნება რეალური.

რატომ არ მივმართე შსს-ს იმიტომ, რომ შინაგან საქმეთაა სამინისტრსო მიმართ მაქვს აბსოლუტური ნულოვანი ნდობა. მე თვითონ მქონია შეხება სამართალდამცავ უწყებასთან და ამით ვამაყობდი და სულ ვიამაყებ, თუმცა დღეს არ არის ეს ის უწყება, რომელიც საქრთველოს მოქალაქეების უსაფრთოებას ემსახურება, ამიტომ აქ მოსვლის მოტივაცია მართალი გითხრათ, არ ნმქონდა, იმიტომ, რომ ვიცი ფორმალობაა ეს ყველაფერი. არანაირი მოლოდინი არ ამქვს, რომ მართლა ობიექტური გამოძიება ჩატარდება. ამოცნობა არავისი არ შემიძლია, ყველა იყო ნიღბით, ამიტომ მათი ამოცნობა არ შემიძლია”- განმარტა იოსელიანმა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილი მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მეუღლის გატაცების საქმეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები გამოეხმაურნენ. ისინი შესაბამის უწყებებს დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, გატაცების ფაქტსი დადასტურების შემთვხვევაში, ეს შეუთავსებელი იქნება როგორც დემოკრატიულ ღირებულებებთან, ასევე ადამიანების უფლებების დაცვასთან.

banner
წინა სტატიაშითიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 5 დღე რჩება
შემდეგი სტატიატაბულა: რეჟიმის დაგვიანებული პასუხის გამო, ბრიტანეთმა ჩვენი მოგებული პროექტი გააუქმა