კოტე იოსელიანი მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე დაიბარეს, გამოკითხვა 15^30-ზე ჩანიშნული.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილი მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
შეგახსენებთ, კოტე იოსელიანმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც უტა ივანიშვილს კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში წლების წინ მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით ნათქვამი ფრაზების გამო.
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მისი ქმრის კოტე იოსელიანის მიერ უტა ივანიშვილისთვის მოხდილ ბოდიშს გამოეხმაურა. მისი თქმით, კოტე იოსელიანი გაიტაცეს.
თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ გატაცების შემდეგ ის 8 საათი იმყოფებოდა მოდულის შენობაში და ემუქრებოდნენ ბავშვების უსართხოებით.
თინა ბოკუჩავამ ასევე თქვა, რომ რომ ვიდეოს წინ გატაცება და რამდენიმესაათიანი ზეწოლა უძღოდა.