კოტე იოსელიანი – გუშინ თავს 15-მდე ადამიანი დამესხა, თავიდან ვერც კი მივხვდი, რომ პოლიცია იყო

“ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის კოტე იოსელიანის ინფორმაციით, მისი დაკავება უკიდურესი ძალადობის ფონზე მოხდა.

როგორც კოტე იოსელიანმა სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მას დაახლოებით 15 ადამიანი დაესხა თავს და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვა. მისივე თქმით, სამი საათის განმავლობაში ის გადამალული ყავდათ და არ ახვედრებდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენელს, რომელიც პოლიციის სამმართველოში მისი შეყვანიდან 10 წუთში მივიდა.

“ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან. ეს იყო არნახული ძალადობით განხორციელებული დაკავება. მარტო ვიდექი როცა თავს დამესხა 15-მდე ადამიანი. თავიდან ვერც კი მივხვდი, რომ პოლიცია იყო. “ქართული ოცნების” „ტიტუშკები“, ყველას ჰქონდა მელორ ვაჩნაძის სახე. ჩემი მორევა მარტივი არაა და იყო ძალიან დიდი ორომტრიალი, უშვერი სიტყვებით გინება. მე იქ კანონი არ დამირღვევია, არავისთვის მუშაობაში ხელი არ შემიშლია. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიცია იდგა და ასრულებდა უკანონო ბრძანებას, კერძოდ, ხელი შეუშალა მოქმედ დეპუტატებს საკრებულოს შენობაში შესვლაში. სახალხო დამცველის წარმომადგენელი 3 საათის განმავლობაში მეძებდა. ორჯერ შეცვალეს ჩემი დაკავების ოქმი. პირველად ჩაწერეს სრული იდიოტიზმი, რომ მე არ დავემორჩილე პოლიციის მოთხოვნას გავყოლოდი მანქანასთან, რასაც საერთოდ არ ჰქონია ადგილი. შემდეგ კი ჩაწერეს თითქოს მე პოლიციას ვაგინებდი, რაც ასევე აბსურდია, რადგან ყველას შეუძლია ნახოს, რომ გინება საპირისპირო მხრიდან იყო”, – განაცხადა კოტე იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაში“Bloomberg”–მა რუსეთის პრემიერობის კანდიდატთა სავარაუდო სია გამოქვეყნა
შემდეგი სტატიაადვოკატის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ შვილთან ერთად, საქართველო დატოვა