კოტე აფხაზის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. გვიან ღამით ქუჩის გადაკეტვა ხის მასიური ტოტის სავალ ნაწილზე ჩამოვარდნამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი. მოტეხილი ტოტის დამუშავება და ტერიტორიიდან გატანა სამაშველო სამსახურისა და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მძიმე ტექნიკის გამოყენებით უზრუნველჰყვეს. ადგილზე იმყოფებოდა კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი.