კოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას მერია გაუწევს

კოტე აფხაზის N32-ში წუხელ ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სამ სართულიანი სახლის სხვენზე გაჩნდა და 250 კვადრატული მეტრი ფართობზე გავრცელდა.

შემთხვევის ადგილზე კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი იმყოფებოდა.

ხანძრის დროს მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის შედეგად ერთი ოჯახი დაზარალდა.

დაზარალებულებს დახმარებას თბილისის მერია გაუწევს.

banner
წინა სტატიაშიქართველი მოჭიდავეების დოპინგტესტის საბოლოო პასუხები დღეს გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიანუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა