კოტე ანანიაშვილი: გვიკავშირდება უამრავი მხარდამჭერი, ვისაც სურს შეუერთდეს ჩვენ პოლიტიკურ მოძრაობას

დღეს პარტია „საქართველოსთვის“ პირველი რეგიონალური ოფისი გაიხსნა – ქალაქ ბათუმში. ოფისის გახსნას პარტიის თავმჯდომარე – გიორგი გახარია, პარტიის სხვა ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

„მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ გვიკავშირდება უამრავი მხარდამჭერი, რომელიც მოწადინებულია შეუერთდეს ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას და უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად გაიხსნება ჩვენი რეგიონალური ოფისები ყველა რეგიონში.“ – განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა კოტე ანანიაშვილმა.

ოფისის გახსნის შემდგომ პარტიის წევრებმა ასევე განიხილეს პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვები, რომელსაც პარტია ამუშავებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი მიქელაძე: გადავწყვიტე სამშობლოში დავბრუნებულიყავი და ჩავბმულიყავი გამარჯვებისკენ სვლაში, რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი გახარია
შემდეგი სტატიაახვლედიანი ზაზა გახელაძეზე: უფრო რთულ შემთხვევებთან გვქონია საქმე და დაგვიხსნა ჩვენი მოქალაქეები