კოსტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

უბედური შემთხვევა თბილისში – კოსტავას 75 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის სავარაუდოდ, მე-15 სართულიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას მუშაობის დროს თოკი გაუწყდა.

ადგილზე უკვე მუშაობენ ექსპერტკრიმინალისტები. გამოძიება სამშენებლო წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიუზრუნველყოფილია საარჩევნოდ კამპანიის წარმართვა, უზრუნველყოფილია ყველას უფლება-ანრი ოხანაშვილი
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს