კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
კოსოვოს მასშტაბით სულ 2 550 საარჩევნო უბანია, ხოლო ხმის მიცემა ორ მილიონ ადამიანს შეუძლია.
საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა და დილის 09:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, ხმა მისცა რეგისტრირებული ამომრჩევლის თითქმის 3%-მა.
ეს უკვე მესამე ვადამდელი არჩევნებია ბოლო წელიწად-ნახევარში.
















