კოსოვოს ხელისუფლებამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ტაჯიკეთის 52 წლის მოქალაქე სიტორა ატომამადოვა დააკავა.
მისი დაკევბა მაშინ მოხდა, როდესაც ის დაუკავშირდა ამ ქვეყნის მიგრაციის სამსახურს კოსოვოში ყოფნის გაგრძელების საკითხის გადასაჭრელად.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მისი ყოფნა ქვეყანაში „საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას“. ატომამადოვას, სავარაუდოდ, კოსოვოდან გააძევებენ.