21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

კოსი საქართველოზე: სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპული მომავლისგან

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში მიმდინარე შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

“პოლიტიკურ გამოხატვაზე დაწესებული სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპული მომავლისგან, რომელიც მისი მოსახლეობის უმრავლესობას სურს”,_ აცხადებს კოსი.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კანდიდატი ქვეყნების „პროგრესი ერთგვაროვანი არ არის“.

ჩვენი მიზანია, რომ საქართველო ევროკავშირთან დაკავშირებული დარჩეს და ჩვენ ევროკავშირის ინტერესების დაცვის შესაძლებლობა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა კოსმა.

banner
წინა სტატიაშითეოლოგი დეისაძე-შარვაშიძე: საპატრიარქო არჩევნები რამდენიმე მიმართულებით არის განსხვავებული, რომელიც ზოგად ვითარებას კიდევ უფრო რთულს ხდის
შემდეგი სტატიაევროკავშირი ირანის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს ახალ კრიტერიუმებს ამატებს