4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

კოსი: საქართველოს შესახებ დისკუსია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მომავალ კვირას გაიმართება

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასა და სანქციებზე დასმულ კითხვას უპასუხა.

ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ აღნიშნა, რომ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მცირე ეფექტი ჰქონდა, რის გამოც დაინტერესდა, განიხილავს თუ არა ევროკომისია უვიზო მიმოსვლის უფრო ფართო შეჩერებას და არსებობს თუ არა საბჭოში მიზანმიმართულ სანქციებზე შეთანხმების რეალური შანსი.

„ჩვენ გვექნება კონკრეტული დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით FAC-ში (ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში) მომავალ კვირას. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ“, — განაცხადა მარტა კოსმა.

ევროკომისიამ უკვე მიიღო გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები, რომლებიც 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში საორიენტაციო საგზაო რუკებს წარადგენს ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის: ალბანეთისთვის, მოლდოვისთვის, მონტენეგროსა და უკრაინისთვის.

მარტა კოსის თქმით, საქართველო ამ ეტაპზე მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ხოლო ის, რაც ქვეყანაში ახლა ხდება, ასახული იქნება გაფართოების ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშივასო ურუშაძე: საცობები არასწორი მენეჯმენტისა და კორუფციის შედეგია
შემდეგი სტატიაროდის აღდგება მოძრაობა გომბორის გზაზე- ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს