15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

კოსი: მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ლიდერებს შორის არის

მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს წინ და იმ ოთხ ქვეყანას შორის არის, რომლებიც ამ პროცესში ლიდერობენ. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ბრიუსელში, ევროკავშირი-მოლდოვას ასოცირების საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროკომისრის თქმით, მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ორი კლასტერი უკვე გახსნილია, უახლოეს მომავალში კიდევ ორის გახსნა იგეგმება, წლის ბოლომდე კი ყველა კლასტერი გაიხსნება. მარტა კოსმა ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები ყველა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს, საიდანაც მთავარ პრიორიტეტად სასამართლო რეფორმა და კანონის უზენაესობის განმტკიცება რჩება.

ამასთან, ევროკომისიამ „ზრდის გეგმის“ ფარგლებში მიღწეული პროგრესისთვის მოლდოვას 157 მილიონი ევრო უკვე გადაურიცხა, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ფინანსური პაკეტია.

„დაფინანსება კონკრეტული პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული. თუ მოლდოვა ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, მხოლოდ ამ წელს „ზრდის გეგმის“ ფარგლებში 500 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს“, — აღნიშნა ევროკომისარმა.

banner
წინა სტატიაში4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ
შემდეგი სტატიამომავალ სხდომაზე საპროცესო შეთანხმება დამტკიცდება -4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ლაშა ბერიძის ადვოკატი