ევროკავშირის გაფართოების პროცესი გრძელდება, მიუხედავად ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებისა — ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა გამოცემა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ევროპის მიმართ ახალი ინტერესი გაჩნდა. წლების განმავლობაში არსებული ნელი პროგრესის შემდეგ, პროცესი კვლავ წინ წავიდა,“ — აღნიშნა მარტა კოსმა.
ევროკომისრის თქმით, ისლანდიელების უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით „დასანანია“:
„ვფიქრობ, ისლანდიისთვის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა საუკეთესო გარანტია იქნებოდა, რომ მომავალში ევროკავშირთან ურთიერთობით მეტი სარგებელი მიეღო, რადგან სრულუფლებიანი წევრობა გაცილებით მეტს გვთავაზობს, ვიდრე უბრალოდ ერთიან ბაზარზე და შენგენის ზონაზე წვდომაა,“ — განაცხადა ევროკომისარმა.
ამასთან, მარტა კოსის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მოწინავე პოზიციებს მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა ინარჩუნებენ.
„ევროპა ისეთი მიმზიდველია, როგორც არასდროს,“ — დასძინა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა.















