33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

კოშტა – რუმინეთის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებას ნიშნავს

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკვე მეორედ, რუმინეთის საჰაერო სივრცე დრონების შეჭრის შედეგად დაირღვა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთსა და რუმინელ ხალხს. რუმინეთის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებას ნიშნავს. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის უსაფრთხოების, სიმტკიცისა და შეკავების გაძლიერებას, მათ შორის ჩვენი აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ“, – წერს კოშტა X-ზე.

ცნობისთვის, რუმინეთში ბოლო ორი დღის განმავლობაში ორი დრონი ჩამოაგდეს. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონები ქვეყნის საჰაერო ძალებმა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებით გაანეიტრალეს.

banner
წინა სტატიაშიმახინჯაურში, ზღვაში ნაპოვნი, სავარაუდო, საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიასუს-მა ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო