ევროსაბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსული ნავთობის ექსპორტზე სანქციების მოხსნის ცალმხრივი გადაწყვეტილება ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ის გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე.
„სანქციების შემსუბუქება ზრდის რუსეთის რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებისთვის“, – წერს კოშტა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნებს უფლება მისცა შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად ზღვაში გემებზეა დატვირთული.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, ეს არის დროებითი ზომა, რომელიც 11 აპრილამდე იმოქმედებს.
















