კორუფციული გარიგება და დაკარგული 600 მილიონიანი ინვესტიცია

"კოალიცია "ქართული ოცნება" რეალურად უკვე დაიშალა"“ქვეყანაში უნდა შემოსულიყო 600-მილიონიანი ინვესტიცია, თუმცა კორუფციული გარიგების გამო, აირჩიეს ინვესტორი, რომელმაც 78-მილიონიანი ინვესტიციას განახორციელებს”-ამის შესახებ ინაშვილმა გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა.

“600 მილიონის ოდენობის ინვესტიცია უნდა ჩაედო ერთ-ერთ შვეიცარულ კომპანიას, აეშენებინა ნაგვის გადასამუშავებელი საწარმო ჩვენს ქვეყანაში, დაესაქმებინა 3500 ქართველი და მთელი ერთი წლის და ერთი თვის განმავლობაში ეს უცხოელი ინვესტორი აწამეს, დაახარჯინეს თანხები და სულ რამდენიმე დღის წინ უთხრეს, რომ თქვენ არა, 600 მილიონი არ გვინდა, არის მეორე ვიღაცა, რომელიც 78 მილიონს ჩადებსო. თბილისის მერია იღებს ამ გადაწყვეტილებას. დეტალურად მაქვს ეს საქმე შესწავლილი და პირდაპირ ვამბობ, ამ საქმეში ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას, ქალაქის მერის მხრიდან უშუალოდ,“ – განაცხადა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილი ასევე ხვალინდელ NDI-ის პოლიტიკურ კვლევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კვლევები აცდენილი იქნება რეალოაბს.

“მე მაქვს მოლოდინი, რომ ძალიან სოლიდური რაოდენობით შევალთ პარლამენტში. როგორც ყოველთვის NDI-ის კვლევები რეალობას იქნება აცდენილი პარტიების რეიტინგების ნაწილში. ჩვენ არ ვენდობით NDI-ის კვლევებს,“ – აღნიშნა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი ხელისუფლებას საპროტესტო აქციებით ემუქრება
შემდეგი სტატია(video) შალვა ნათელაშვილი: ” ისტორია ბიძინას შეარქმევს “ავ-ბიძინას”