ვინ მოამარაგებს პატიმრებს საკვებით – 11 მილიონიანი ხელშეკრულება სახელმწიფომ ახალ კომპანიასთან, შპს “გიორგი2020“-თან ორ საათში გააფორმა.
tv pirveli-ის ინფორმაციით, კორუფციის მკვლევარმა, ბესო დონაძემ დოკუმენტების შესწავლის შემდეგ თქვა, რომ 33 წთ-ში კომპანიამ უკვე დაადასტურა მზაობა პენიტენციურ სამსახურთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. მისი თქმით, შეუძლებელია ასეთ მცირე დროში ამ ტიპის ხელშეკრულების დადება.
11 მარტს, როდესაც გადაწყვიტა, რომ გადაუდებელი აუცილებლობით, ბაზრის კვლევა გამოაცხადოს პენიტენციურმა სამსახურმა, იმავე დღეს, ზუსტად 2 საათში, კომპანია “გიორგი 2020“ უგზავნის ფასებს, როგორ მოასწრო ამ კომპანიამ 2 საათში სრულიად საქართველოს მასშტაბით ფასების დადგენა იმის, თუ რა პროდუქტები უნდა მოამზადოს. ასევე, ზუსტად 33 წუთში დათანხმდა ხელშეკრულების გაფორმებას. ფიზიკურად წარმოუდგენელია, ერთ დღეში კომპანიამ ის ლოჯისტიკა მოამზადოს, რაც პენიტენციურ სამსახურს სჭირდება. ინტერესთა კონფლიტის დოკუმენტი დადეს 17 მარტს, გამოდის, რომ ხელშეკრულებამდე ინტერესთან კონფლიქტის დოკუმენტი არ არსებობდა, რა სახელმწიფო შესყიდვების კანონის დარღვევაა. ძალიან მნიშვნელოვანია, გამოძიებული იქნეს, როგორ მოხდა გიორგი 2020 , რომელსაც 3 ათასი ლარის გამოცდილება აქვს და 3300-ჯერ მეტი თანხის ხელშეკრულება გაუფორმეს, ეს არის 11 მილიონი, მაშინ როდესაც ამ კომპანიას, ამ თანხის გარდა, სარესტორნო გამოცდილება აქვს, რაც რადიკალურად განსხვავდება. ამ კომპანიის გამარჯვების ინტერესი არსებობდა, ახლა ამ კომპანიას შეუქმნეს 11 მილიონიანი გამოცდილება, შემდეგ ტენდერში კი უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებენ, – ამბობს ბესო დონაძე.
კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ხელშეკრულება ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მოხდა და ახლა გამოსაცდელი პერიოდი აქვთ.
ყველაფერი ფორს-მაჟორულს სიტუაციაში მოხდა. შესაბამისად, ალბათ ჩვენ ვიყავით პირველები ის კომპანია, ვისაც ალბათ შეგვეძლო, შევულიყავით და შეგვეტანა პროდუქცია. ჩვენ ისედაც ვიღებდით მონაწილეობას ტენდერში და შესაბამისად, მზადყოფნასი ვიყავით მსგავსი სიტუაციაში. ჩვენ რამდენიმე დიდ ქარხანას კვებით ვუზრუნველყოფთ, წლებია, შესაბამისაა, მსგავსი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ სახელმწიფო კომპანიებთან პირველია- ამბობს ნათია არჩვაძე.


















