კორუფციის ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სახლს ყიდის

ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, სახლს ყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია „Myhome.ge“-ზეა გამოქვეყნებული. რამდენად ყიდის გოგია სახლს, განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, ანუ ფასის აღმნიშვნელ ე.წ. გრაფაში წერია – „ფასი შეთანხმებით“. შეგახსენებთ: გოგია ქრთამის აღების ბრალდებით რამდენიმე თვის წინ დააკავეს. რატომ გადაწყვიტა მექრთამეობაში ბრალდებული „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახმა სახლის გაყიდვა, უცნობია, თუმცა ეს შესაძლოა, ერთგვარი პიარსვლა იყოს იმის სადემონსტრაციოდ, რომ გოგიებს ძალიან უჭირთ და ლაშა გოგია უსაფუძვლოდ არის დაპატიმრებული.

banner
წინა სტატიაშიშეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროს რომ დაექვემდებაროს, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები და ამაზე მიმდინარეობს მუშაობა
შემდეგი სტატიაბექა ძამაშვილი – საქართველოს მთავრობა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად აღსასრულებლად ყველა რესურსს გამოიყენებს