კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოში 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ვითარება არ შეცვლილა

კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოში 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ვითარება არ შეცვლილა. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნულია.

კორუფციის აღქმის კუთხით ორგანიზაციამ სულ 168 ქვეყანა შეისწავლა. მათ შორის საქართველო 48-ე ადგილზეა და როგორც 2014 წელს, 2015-შიც 52 ქულა მიენიჭა.

კორუფციის აღქმის ინდექსი საჯარო სექტორში კორუფციის აღქმის დონეს განსაზღვრავს. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ყველაზე კარგი ვითარება დანიაში (91 ქულა) იყო. ყველაზე ცუდი კი, სომალიში (8 ქულა).

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთში 2015 წელს წინა წელთან შედარებით ვითარება გაუარესდა. იგი წელს 66-ე ადგილას გავიდა 42 ქულით. ხოლო რუსეთი 119-ე ადგილას გავიდა 29 ქულით, აზერბაიჯანსაც იგივე შედეგები აქვს. სომხეთში კი ამ მხრივ ვითარება შედარებით უკეთესია. ეს ქვეყანა 95-ე ადგილს იკავებს და მას 35 ქულა აქვს.

საერთო ჯამში როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშშია აღნიშნული, კორუფცია მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში კვლავ მწვავე პრობლემაა. დოკუმენტის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ მხრივ ვითარება განსაკუთრებით ლიბიაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ესპანეთსა და თურქეთში გაუარესდა. ხოლო მნიშვნელოვანი პროგრესი იყო საბერძნეთში, სენეგალსა და დიდ ბრიტანეთში.

აღსანიშნავია, რომ ქულების იგივე რაოდენობით, გასულ წელს საქართველო რეიტინგში 50-ე ადგილს იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიგრიპის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით ბაგა-ბაღების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასკოლების რაოდენობამ, სადაც სწავლა გრიპის ვირუსის გამო შეწყდა გაიზარდა