კორუფციას და ნეპოტიზმს ვერ გამორიცხავ – ცქიტიშვილი NDI-ს კვლევაზე

ამ მიმართულებით შეშფოთების ან ნერვიულობის საფუძველი არ გაგვაჩნია – ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი NDI-ს კვლევის შედეგებს კორიფციასთან დაკავშირებით. ცქიტიშვილი ამბობს რომ აღნიშნულ კვლევები სანდო არ არის:

„ძალიან დიდ სინანულს გამოვთქვამ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, NDI-ს კვლევებს არ აქვს ისეთი ნდობა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ NDI-ს, როგორც დემოკრატიული განვითარების ინსტიტუციურად ძალიან ძლიერ პარტნიორს. ვისურვებდი, რომ მათ კვლევებს სანდოობის უფრო მეტი ხარისხი ჰქონოდა. შესაბამისად, ამ კონკრეტულ რიცხვთან დაკავშირებით შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ უშუალოდ საერთო კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტებს ვერ გამორიცხავ ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო სტრუქტურებში. არა მარტო კორუფციასთან ბრძოლა, არამედ კორუფციის პრევენცია აყვანილია ძალიან მაღალ ხარისხში. აქედან გამომდინარე, საქართველოში კორუფციის დონის შეფასება ძალიან ბევრი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და საერთაშორისო რეიტინგის მიერ არის დაფიქსირებული. ამ მიმართულებით შეშფოთების ან ნერვიულობის საფუძველი არ გაგვაჩნია”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოში კორუფცია გავრცელებულია.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა აზრით ყველა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კორუფცია ყველაზე ნაკლებად პოლიციაში არის გავრცელებული
შემდეგი სტატია“ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების პროექტი ვარკეთილიდან დაიწყება – კალაძე