კორუფცია, რუსული სქემები და გამქრალი 14 მლიონი GCA-ში – როგორ ძარცვავდა კობალაძე ქართველ ხელოვანებს წლების განმავლობაში

ის, რომ საქართველოში ბოლო დროს რუსული ნარატივები მომრავლდა, უკვე ყველამ იცის, თუმცა საგანგაშო ის არის, რომ კრემლისთვის დამახასიათებელი მეთოდებს მხოლოდ ხელისუფლება კი არა, ცალკეული იურიდიული პირებიც იყენებენ. აი, მაგალითად, ხმა დადის, რომ GCA-ს ხელმძღვანელი გიგა კობალაძე ქართველ ხელოვანებს სწორედ რუსული კორუფციული სქემებით ძარცვავს და ეს მაშინ, როცა GCA-ს ხელმძღვანელს აუდიტის სამსახური 14-მილიონიან დავალიანებაში ამხელს. წესით, ეს თანხა ქართველ ხელოვანებს უნდა მოხმარებოდა, თუმცა აუდიტორები ეჭვობენ, რომ კობალაძემ დამსახურებული მომღერლების, მსახობებისა და ხელოვნების სხვა სფერს წარმომადგენლების კუთვნილი ფული პირად კეთილდღეობაში გაფლანგა. ყოველ შემთხვევაში, აუდიტის დასკვნაში ცალსახად წერია, რომ მხოლოდ 2021 წელს, ასოციაციის ერთადერთი შემოსავლიდან, ანუ შეგროვილი 4 მილიონიდა ავტორებს – არც მეტი, არც ნაკლები – 1300-1300 ლარი ერგოთ, თავად კობალაძეს კი – 233 ათასი ლარი.
ეს, სხვა თუ არაფერი, ცინიზმია, თუმცა ცინიზმსაც ზღვარი აქვს, ამ შემთხვევაში კი, როგორც ჩანს, „მადა ჭამაში მოვიდა“ და მომდევნო, ესე იგი, 2022 წელს, კობახლაძის შემოსავალი ასი ათასით გაიზარდა და 336 ლარი შეადგინა, ავტორების ჰონორარი კი, როგორც სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ისევ მიზერული დარჩა.
„ფული იხარჯებოდა ავტომობილებზე, ავეჯზე, ოფისებზე, მივლინებებზე – ყველაფერზე, ავტორ შემსრულებლების გარდა. თუმცა, როგორც ჩანს, კობალაძისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მადა გაეხსნა და ასოციაციის ბიუჯეტიდან საკუთარ თავს 30 ათასი ლარი ასესხა. მეტსაც გეტყვით, 12 წლის განმავლობაში, კობალაძე ასოციაციის ბიუჯეტიდან მოგზაურობას სწავლობს და სხვა სარგებელსაც იღებს, თუმცა ყველაფერი ეს ჩვეულებრივ ამბავი ჰგონია და ამობს კიდეც, რა მოხდა მერეო,“ – ამბობენ GCA-ს კულუარებში ჩახედული ადამიანები და მათ ნათქვამს აუდიტის ორი დასკვნაც მომწობს.
ყოველივე ამის ფონზე, როგორც ხელოვანები ამბობენ, კობალაძეს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საავტორო უფლებებს ეხება და რომელზეც პარლამენტმა მუშაობა დაიწყო, არ მოსწონს.
„ამ ცვლილებებით კანონმდებლობა გაიმართება და ავტორ-შემსრულებელთა უფლებები უეთესად იქნეა დაცული. ეს კი კობალაძესთვის ისე იქნება, როგორ მდუღარეს გადასხმა. ამიტომ, ყველანაირად ცდილობს, არსებული მოცემულობა შეინარჩუნოს და გარკვეული გარანტიებიც მიიღო“ – ამბობენ საქმეში ჩახედულები და აქვე ერთ ფატქსაც იხსენებენ. კერძოდ, საუბარია საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტში ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციისგან მიღებულ წერილზე, საიდანაც ნათელი გახდა, რომ ეს ორგანიზაცია („სიზაკი“) შეცდომაში გამიზნულად შეიყვანეს ანუ, დახმარების სათხოვნელად ჩასულ კობალაძეს ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, გადი ორონმა უარი ვერ უთხრა და, კობალაძის მიერ საკუთარი თავის ლობიზმში ჩადებული ფულის დამსახურებით, წერილიც შეიქმნა, თუმცა მოგვიანებით, თურმე, გაირკვა, რომ სიზაკი იმ კანონპროექტს აკრიტიკებს და კულტურის კომიტეტს მის უკან გაწვევას სთხოვს, რომელიც პარლამენტში წერილის გამოგზავნის დროს ჯერ დარეგისტრირებულიც არ იყო.

„ეს ერთადერთი საეჭვო დეტალი არ არის. წერილში, უცნაურია კატეგორიული ტონი – სიზაკი, რომლის ფუნქციაც მის წევრ ქვეყნებში ავტორების უფლებების დაცვა უნდა იყოს, დაჟინებით მოითხოვს საქართველოში ეს არ მოხდეს და ხელს უშლის იმ ცვლილებებზე მუშაობის პროცესს, რომელშიც USAID-ი” და აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის – CLDP-ის წარმომადგენლებიც არიან ჩართულები“ – უყვებიან „თაიმერს“ საქმეში ჩახედულები და დასძენენ, – „სიზაკის ხელმძღვანელობას, როგორც ჩანს, არც უცხოელი პარტნიორების მონაწილეობა აინტერესებს და არც ქართულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორება. დუმილით პასუხობს იმ კოლექტიურ წერილსაც, რომელიც 200-მდე ქართველმა ავტორ-შემსრულებელმა გასულ კვირას გაუგზავნა.“
კულუარული ხმებით, კულტურის კომიტეტში ფიქრობენ, რომ ზემოხნებული წერილის გამოგზავნასთან კობალაძე პირდაპირ კავშირშია.
რაც შეეხება თავდაცვის მექანიზმს, როგორც მოვლენათა ქრონოლოგია მოწმობს, კობალაძემ ეს მექანიზმი მას შემდეგ ჩართო, რაც „საქპატენტის“ დაკვეთით ჩატარებული აუდიტის შედეგები გახმაურდა, ანუ როგორც ჩანს, ის მიხვდა, რომ მის ფინანსურ კეთილდღეობას საფრთხე შეექმნა და მითის შექმნს შეცადა, აი, რუსეთი მებრძვისო.
კობალაძე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა რომ იყოს, კიდევ გასაგები იქნებოდა, „რუსეთის ბრძოლა“ – ქართველი ოპოზიციონერების უმეტესობა ხომ ფონს ამ ხრიკით გადის, მაგრამ ვინ არის კობალაძე, რუსეთმა ბრძოლა რომ დაუწყოს, თანაც ამბობენ, რომ კობალაძეს არცთუ ისე დიდი ხნის წინ რუსეთთან „მეგობრული ურთიერთბა“ ჰქონდა, ანუ საავტორო უფლებების დაცვის რუსულ ორგანიზაციასთან თანამსრომლობდა და ფულს ჩრდილოეთში მარტო საქართველოდანაც კი არ აგზავნიდა, არამედ იქიდანაც შემოჰქონდა ნაღდი ფული. ამის დამადასურებელი ფაქტები არსებობს თუ არა, ვერ ვიტყვით, მაგრამ ამ ვერსიას არებობის უფლება აქვს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის ინიციატივა, რომლითაც საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც შეეხება
შემდეგი სტატიაზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, ქვეყანაში სუროგაციასთან და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული რეკლამები აიკრძალება