კორუფცია ქალაქ ოზურგეთის მერიაში და „ერთ ლუკმა მწვადზე“ გაყიდული პროკურატურა

ოზურგეთის მერიამ ჭადრების ბაღიდან 25 კვადრატული მეტრი მიწა ყოველთვიურად 12 ლარის საფასურად გასცა მეაღნაგეზე, მასზე შენობის ასაშენებლად. თუმცა ეს ისე გააკეთა, რომ ჭადრების ბაღი ნახსენებიც არ არის და აღნიშნული ადგილი, მერმა, როგორც გამსახურდიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ისე მოიხსენია და გაასხვისა.
თუმცა სიტყვა გაასხვისა, აქ პირობითად შეიძლება ვიხმაროთ, რადგან შპს ,,ტრანსუნივერსალ+“, რომელიც გახდა ამ ნაკვეთის მესაკუთრე, ისევე როგორც მიწის ნაკვეთისა ოზურგეთის ე.წ. „ფანტანთან“, ვიცე მერ ალეკო ბურჭულაძესთან ასოცირდება და ოფიციალურად მის დამფუნებლად, ვიცე მერის ბუღალტერი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მცხოვრები, ლია ნიკოლაიშვილია.
საინტერესოა, რომ ფირმა, რომელმაც ქალაქ ოზურგეთის მერისაგან ორ პრესტიჟულ უბანში მიწის ნაკვეთი მიიღო, მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე არის დაფუძნებული.
იგივე ფირმა კი, დამფუძნებელმა, ქალაქის ვიცე მერის ბუღალტერმა, ლია ნიკოლაიშვილმა, ოზურგეთის ჭადრების ბაღში და ოზურგეთის “მუსიკალურ ფანტანთან” არსებული მიწის ნაკვეთების დაუფლების შემდეგ, უსასყიდლოდ, მოქალაქე მამუკა დოლიძეს გადასცა.
კითხვაზე, თუ რატომ გადასცა ნიკოლაიშვილმა დოლიძეს თითქმის 100 ათასი ლარის ქონების უკვე მფლობელი ფირმა უსასყიდლოდ, ნაწილობრივ პასუხი შესალოა გაცემულად ჩავთვალოთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მამუკა დოლიძე, ქალბატონ თეა კვირკველიას შვილია, თეა კვირკველია კი ქალაქ ოზურგეთის მერიის საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის, ბუღალტერიის განყოფილების უფროსი.
ანუ ვღებულობთ შემდეგ სურათს.
საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას და მერს ეძლევა უფლება, გასცეს მიწები აღნაგობის უფლებით ერთ პირზე, ეს პირი, ამ სიტუაციაში ფაქტობრივი ვიცე მერია, ვიცე მერი კი შემდეგ ამ მიწას უბრუნებს მერს.
ისმება კითხვა, გავრცელებული და დადასტურებული ინფორმაციით, ქალაქის მერს, ბეგლარ სიორიძეს გამოაქვს მიწები, თვითონვე ისაკუთრებს მას მისი ახლობლების, ან კიდევ, როგორც ამ შემთხვევაშია თანამშრომლების მეშვეობით, შემდეგ ყიდის და მოგებას ან ვინმეს უნაწილებს, ან თვითონვე ითვისებს, მაგრამ რამ განაპირობა ამ შემთხვევაში ლია ნიკოლაიშვილის, ანუ ალეკო ბურჭულაძის კადრის მიერ ქონების თეა კვირკველიას, სიორიძის ბუღალტრის შვილისათვის, ანუ იგივე სიორიძისათვის გადაცემა?
საქმე იმაშია, რომ “გურიის მოამბე” სწავლობდა შპს ,,ტრანსუნივერალ+,,-სზე ოზურგეთის მინიციპალიტეტის მიერ აღნაგობის უფლებით განკარგულ ორ მიწის ნაკვეთის (რა დროსაც მერიამ ეს ნაკვეთები საერთო ფართით 51 კვ/მ გასცა ყოველთვიურად 25,5 ლარის საფასურად) გადაცემის დოკუმენტაციას.
მიწის განკარგვასთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერმა, 2016 წლის 13 ივლისს გამოსცა ბრძანება #1124, რომლის შინაარსი იმდენად წინააღმდეგობრივი და გაურკვეველია, რომ არ იძლეოდა იმის საშუალებას, მის საფუძველზე ვინმესთვის რაიმე გადაეცათ.

ოზურგეთის მერის 13.07.2016 წლის #1124 ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 აპრილის #38 ბრძანება, რომლის მიხედვითაც მერს მიეცა თანხმობა პირდაპირი განკარგვის წესით გაეცა 35 კვ/ მიწის ნაკვეთი ქალაქ ოზურგეთში გმირთა მოედნის მიმდებრე ტერიტორიაზე იმ ნაკვეთიდან რომლის საკადასტრო კოდია 26.26.47.125.

თავად ბრძანების დადგენილებით ნაწილში კი საუბარია ორი ნაკვეთის პირდაპირი წესით გაცემაზე, რომელთაგან ერთი მდებარეობს ქალაქ ოზურგეთში პსპ აფთიაქისა და უნივერმაღს შორის არსებული სკვერიდან ( ს/კ 26.26.47.004 ფართი 2066 კვ.მ.) 25 კვ/მეტრი და ჭადრების ბაღიდან (ს/კ 26.26.47.162 ფართი 7586 კვ.მ.) 26 კვ/მეტრი ფართი.

ორივე ადგილი წარმოადგენს სკვერს, მაგრამ ნაკვეთების ადგილმდებარეობის მითითებისას მუნიციპალიტეტი მაგალითად უთითებს არა ჭადრების ბაღს, არამედ გამსახურდიას მოედნის მიმდებრე ტერიტორიას, რაც არ აძლევს საზოგადოებას საშუალებას, ზუსტი წარმოდგენა ჰქონდეს გასაცემ ადგილზე. რადგანაც მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით მეაღნაგებ ამ ადგილზე ჭადრების ბაღში უნდა ააშენოს შენობა.
ამის შემდეგ “გურიის მოამბე” დაუკავშირდა ლია ნიკოლაიშვილს და გაარკვია, რომ ნიკოლაიშვილი ჭადრების ბაღში არსებულ კანვეთს 50 ათას ლარად ყიდდა.


თუმცა სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე წუთში, ქალბატონმა ნიკოლაიშვილმა თვითონ გადმორეკა ტელეფონზე და “გურიის მოამბის” ის კორესპონდენტი, რომელიც მას რამდენიმე წუთის წინ დაუკავშირდა, როგორც მყოდველი, წყევლა კრულვით მოიხსენია.
აქედან გამომდინარე, რახან ჩვენ შევძელით გარკვეულწილად მერის “კვალზე გასვლა”, ამ უკანასკნელმა კიდევ ერთი გადაფორმება-გადმოფორმებით, გადაწყვიტა ჟურნალისტებისათვის კვალი აერია და მოხდა პირიქით, ეჭვები, ქალაქის მერისა და მისი გარემოცვის კორუფციული გარიგებების შესახებ კიდევ უფრო გაათმაგდა.

 

ბოლოს მოგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ საქმეში სხვა უამრავი დარღვევაა, საიდანაც აშკარად იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რაზეც ქვემოთ გთხოვთ გაეცნოთ დადგენილებას, თუ რის საფუძველზე გაასხვისა ქალაქის მერმა და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭადრების ბაღსა და მუსიკალურ შადრევანთან მიწის ნაკვეთები, მასზე შენობების ასაშენებლად.

წყარო: ” გურიის მოამბე”

 

 

banner
წინა სტატიაშიმოვლენების ეპიცენტი სოლოლაკიდან ავლაბარში გადაინაცვლებს?
შემდეგი სტატიადეკანოზი მოწმეს არა ციანიდის, არამედ გველის შხამის შოვნაში დახმარებას სთხოვდა