საქართველოს სასამართლოში ისევ არის თურმე კორუფცია

iusticia-mimartvaსაქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა მიერ გუშინ და დღეს გამართულ არც ერთ ღონისძიებას არ დასწრებია.მისი თქმით, არ არის კარგი, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ასეთ ღონისძიებებს არ ესწრება.

„გუშინაც არ იყო მოსამართლეთა კონფერენციაზე. ასე შემთხვევით მივლინებებს არ იგრძელებენ. ევროსაბჭოში რეზოლუციებს იღებენ, რომ საქართველოს სასამართლოში ისევ არის თურმე კორუფცია. ამაზე პასუხს კი აგებს ხელისუფლება, ამ შემთხვევაში პარლამენტი, რომელიც წარმოდგენილია ევროსაბჭოში. ამიტომაც უნდა ვუშველოთ ამ ყველაფერს თანამშრომლობით. არც ის არის კარგი, როცა უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აქ არ არის, გუშინაც არ იყო კონფერენციაზე. ასე შემთხვევით მივლინებებს არ იგრძელებენ, თვალებში ჩავხედოთ ყველაფერს”, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს იგნორირებული არავისგან.

არსებული ინფორმაციით, ნინო გვენეტაძე სტრასბურგში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი მამუკა ახვლედიანის განცხადებას “საგანგაშოს” უწოდებს
შემდეგი სტატიაგილაურის ბანკი – “მოსახლეობის ეგზეკუცია”