კორტნი: სააკაშვილს შესაძლოა, ჰქონდეს იმედი, რომ დასავლეთი მის გათავისუფლებას მოითხოვს, მაგრამ დასავლეთში სააკაშვილი განიხილება, როგორც ყოფილი ლიდერი, რომლის მთავრობამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სააკაშვილს შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ თუ დააპატიმრებენ, დასავლეთი მის გათავისუფლებას მოითხოვს, თუმცა დასავლეთში სააკაშვილი გნიხილება როგორც საქართველოს ყოფილი ლიდერი, რომლის მთავრობამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა.

„მიხეილ სააკაშვილს შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ მისი დაბრუნება და დაპატიმრება ალექსეი ნავალნის მსგავსად მისგან მსხვერპლს შექმნის და დასავლეთი მის გათავისუფლებას მოითხოვს, მაგრამ დასავლეთში სააკაშვილი განიხილება არა როგორც მშვიდობისათვის მებრძოლი, არამედ საქართველოს ყოფილი ლიდერი, რომლის მთავრობამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა“, – ნათქვამია უილიამ კორტნის მიერ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე ჟურნალისტს: როდესაც იტყვით უბინძურეს ტყუილს, უნდა მიგითითოთ ვიღაცამ, რომ უბინძურესია
შემდეგი სტატიაგელხაური – კეზერაშვილის საქმეს კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან